ხელისუფლება ყოველდღიურად უფრო ბრუტალური ხდება, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ესენი ჩაატარებენ არჩევნებს და ქართველი ამომრჩევლის არჩევანს შეეგუებიან, - ამის შესახებ "ერთიანობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ვხედავთ, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად უფრო ბრუტალური ხდება, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ესენი ჩაატარებენ არჩევნებს და ქართველი ამომრჩევლის არჩევანს შეეგუებიან.
ჩვენ ვხედავთ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მანდატების გაუქმებას აანონსებს, მაგრამ თუ მას დავალება ექნება ივანიშვილისგან, რომ დაიჭიროს ოპოზიციის ლიდერები, ის ამას გააკეთებს. მათთვის უკვე ზღვარი არ არსებობს, მთელი მათი კამპანია აგებულია ზიზღზე, მტრობაზე და განადგურებაზე. ეს რუსული კანონიც ამის დასტურია, რომელიც ანადგურებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, მედიაში და იბრძვიან ამ ქვეყნის მომავლისთვის. ახლა გადავიდნენ უკვე პოლიტიკოსებზე. ირაკლი კობახიძე, რომ პერსონალურად ცუდად დაამთავრებს, ეს არ არის ჩვენთვის შეღავათი, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, არჩევნებზე მივიდეთ და დავიცვათ ჩვენი ხმები“,- განაცხადა კორძაიამ.