"ევროკავშირი გვეუბნება, რომ ერთიანობით ჩვენ ვიქნებით თქვენთან და თქვენც იყავით ჩვენთან. და იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მათთან და გვქონდეს ის უსაფრთხო სივრცე, რომელსაც რუსეთი მართლაც ვერაფერს უბედავს, გვჭირდება ცვლილებები 26 ოქტომბერს. ამაზე პასუხი ნამდვილად არის ერთი მისვლით ბიულეტენის გაფერადება, რადგან ამ არჩევნებში მეორე ტური არ იქნება. სწორედ ამ ერთი მისვლით ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი პერსპექტივა ევროკავშირის წევრობისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის", - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ ქარელში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
"ჩვენ ვდგავართ იმ ადგილთან, სადაც ძალიან ახლოს რუსული მავთულხლართებია. ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია, რადგან სოხუმიდან ვარ და ჩემი ბავშვობის ადგილი წამართვა რუსეთმა. რატომ გვინდა ევროკავშირი და რატომ გავდივართ ამ ადგილს ისე, რომ მანქანიდან არ ჩამოვდივართ: ევროკავშირი არის ძლიერი სახელმწიფოების ერთიანობა და ამ ძლიერი სახელმწიფოების ერთიანობას რუსეთი ვერაფერს ვერ უბედავს, მაგრამ ვინც არ არის ერთიანი, იმათ თავს ესხმის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ერთიანობა როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე სახელმწიფოს შიგნით, რადგან ჩვენ ჩვენი ერთიანობით გადავარჩენთ ჩვენს დროშას.
ჩვენი დროშა არის თეთრი, ხუთჯვრიანი, წითელი ჯვრებით. ჩვენს დროშაზე ლურჯი ფერი არ გაჩნდება, მაგრამ ჩვენი დროშა ყვითელ ვარსკვლავად უნდა აკიაფდეს ევროკავშირის დროშაზე - ეს არის ჩვენი არჩევანი, იმ ახალგაზრდების არჩევანი, რომლებიც რუსულ კანონს ებრძოდნენ. ეს არის თითოეული ჩვენგანის არჩევანი, რომლებსაც გვინდა, რომ ჩვენს მშობლიურ ადგილებში დავბრუნდეთ და მოვინახულოთ ის ადგილები, რომლებიც ჩვენი იდენტობის ნაწილია.
ევროკავშირი გვეუბნება, რომ ერთიანობით ჩვენ ვიქნებით თქვენთან და თქვენც იყავით ჩვენთან. და იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მათთან და გვქონდეს ის უსაფრთხო სივრცე, რომელსაც რუსეთი მართლაც ვერაფერს უბედავს, გვჭირდება ცვლილებები 26 ოქტომბერს. ამაზე პასუხი ნამდვილად არის ერთი მისვლით ბიულეტენის გაფერადება, რადგან ამ არჩევნებში მეორე ტური არ იქნება. სწორედ ამ ერთი მისვლით ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი პერსპექტივა ევროკავშირის წევრობისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის" - განაცხადა თამარ კორძაიამ.