მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიერ მედიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

ქალბატონო ელჩო, რატომ მიიჩნევთ საქართველოს მეორად სახელმწიფოდ, რომლისთვისაც  დემოკრატიაც კი გადარჩეული და ჩამოფასებული გემეტებათ? რატომ გგონივართ რომელიმე ერზე ნაკლებად მოაზროვნე, ნაკლებად ტოლერანტი ან - ღირსეული

თქვენი დღევანდელი განცხადება, რომ არაფერი ვთქვათ წინა განცხადებებზე, ჩვენი კიდევ ერთი დიდი შეურაცხყოფაა

რამდენიც არ უნდა ისაუბროთზოგიერთი მედიის  დავიწროების“ შესახებ და ესდავიწროებახელისუფლებას დააბრალოთ, ქართველი ხალხი ხედავს, რომ ოპოზიციური მედია დავიწროებულ-შევიწროებული კი არა, ხშირ შემთხვევაში, აღვირახსნილი და უსაფუძვლოდ ცილისმწამებელია. ის მედია, თქვენ რომ თანადგომა გამოუცხადეთძალადობს ჩვენზე და მოსახლეობას საშინელ ტყუილებს უყვება. ის მედია, თქვენ რომ გსურთ ტანჯულად შერაცხოთ, ტანჯავს და ანადგურებს ბევრის ოჯახს, აბულინგებს  ყველას, ვინც მათ პარტიულ ინტერესებში არ შედის

და ბოლოს, ის მედია, თქვენ რომ გსურთ, კიდევ უფრო ზღვარგადასული იყოს, რათა უფრო კარგად მოატყუოს ხალხი, მედია არ არის. ასეთ მედიას თქვენს ქვეყანაში ერთი დღე არ გააჩერებდნენ. ვიყავი თქვენს სამშობლოში და საკუთარი თვალით ვნახე ყველაფერი. სწორედ ამერიკელი მეცნიერები იბრძვიან დღეს პოლიტიზებული მედიის წინააღმდეგ, რომელიც ძალადობს საზოგადოებაზე ცრუ შეხედულებების ჩამოყალიბებით

თქვენ ამბობთ, რომ გსურთ საქართველო ამერიკასავით დემოკრატიული გახადოთ. არ გვჯერა, რადგან ფაქტები სხვას მეტყველებს. გვჯეროდა სხვა ელჩების, რომლებმაც თავი ღირსებით და ნამდვილი დიპლომატიით დაგვამახსოვრეს. რომლებიც ცდილობდნენ, სწორედ ისეთი დემოკრატია ჩამოეტანათ ჩვენთან, როგორიც ამერიკაშია - კანონმორჩილი, არაძალადობრივი და არა ყალბი. თქვენ კი პირიქით,  ცდილობთ, ისეთი მოსაზრება მოგვახვიოთ თავს, რაც თქვენს ქვეყანაში ერთი დღეც კი ვერ იარსებებს. ჩვენ კი ის გვინდა, რაც თქვენს ქვეყანაში ფასეულია და რაც თავსებადია ქართულ კულტურასთან

ის მედია-საშუალებები, თქვენ რომ შერჩევით იცავთმხოლოდ სიცრუის მანქანებია, თავად ვიყავი მათი ცილისწამების მსხვერპლი

ქალბატონო კელი, მე ვერ გავიგონე თქვენგან ღია განცხადება იმ საშინელ ბულინგზე, რომელიც ეს დღეებია ხორციელდება ჩვენზე სწორედ თქვენი ფავორიტი პოლიტიკოსებისა და მათი პოლიტიზებული მედიის მხრიდან

ნამდვილად მსურდა გამეგო ჩემი საყვარელი ქვეყნის ელჩისგან მეცნიერების დაცვა იმ ძალადობისგან, რომელსაც ჩვენ განვიცდიდით. პროფესიული ღირსება ასე ადვილად არ იქმნება, ამას წლები და უზარმაზარი შრომა სჭირდება. როდესაც ამხელა შრომას თქვენი ფრთის ქვეშ შეფარებული მედია და პოლიტიკოსები ერთ დღეში გვინადგურებენ, ბუნებრივია, აგრესია თქვენკენ მოდის. მე არ მინახავს ამერიკაში მსგავსი დამოკიდებულება პროფესორების მიმართ, არ მინახავს მსგავსი ძალადობა კონგრესმენების ოჯახებზე, რაც უშუალოდ ჩვენს დეპუტატებზე განხორციელდა. დიახ, სწორედ თქვენი ფავორიტი ტელევიზიები შეუვარდნენ დეპუტატებს ოჯახებში, შეეხნენ შვილებს, ოჯახის წევრებს და არ დატოვეს არაფერი წმინდა ამ ქვეყანაში

ვინც თქვენს ქვეყანაში ნამყოფი არ არის, შეიძლება მოტყუვდეს და ეგონოს, რომ სწორედ ისეთი დემოკრატიაა ამერიკაში, როგორსაც ჩვენ გვთავაზობთ.

ეს ტყუილია და არავინ დაიჯეროს!

ჩვენთვის რატომღაც  დღეს მხოლოდ გადარჩეული ღირებულებები გემეტებათრატომ? ეს კითხვა გვაწუხებს ყველას, ვინც ნამდვილად მივუყვებით დემოკრატიის გზას სიმართლით და არა ტყუილებით

ერთ რამეში კი გეთანხმებით, ოპოზიციური მედია ნამდვილად დავიწროვდა, ოღონდ სინდისში“, - აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.

ცნობისთვის,  საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ  "მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ, რომ მედიასივრცე ვიწროვდება. შესაბამისად, დამოუკიდებელი, თავისუფალი მედიის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ზუსტ ინფორმაციაზე და არ იყოს მხოლოდ ერთი მიმართულებით წარმოდგენილი. ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ აქცენტს სიცოცხლისუნარიან, ძლიერ მედიაზე, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიის შენების პროცესში"

ასევე, კელი დეგნანის თქმით, უმჯობესია, ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, გაკეთდეს საქმე - შესრულდეს 12 რეკომენდაცია