„დათო ტურაშვილი ჩვენი თაობისთვის ნამდვილად არის გამორჩეულად პატივსაცემი პიროვნება და მის პატრიოტიზმში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ რატომ ჰგონიათ, რომ მხოლოდ მას უყვარს სამშობლო? 
მას თავს არავინ დასხმია, ჩვენს ოჯახებს - კი. სწორედ მათგან დაიწყო თითოეულ ჩვენგანზე და ჩვენს ოჯახებზე თავდასხმა, ცილისწამება, აუტანელი  შეურაცხყოფა.  - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ბევრი წერს, რომ დათო ტურაშვილი დავით-გარეჯაში რუსულ ტანკებს გადაეღობა. დიახ, ასე იყო, მაგრამ სანამ ის დავით გარეჯაში რუსულ ტანკებს ძირს დაუწვებოდა, მანამდე სოზარ სუბარი იმავე დავით გარეჯაში ერთ მორჩილთან ერთად უკაცრიელ უდაბნოში ცხოვრობდა,  ქართულ კულტურასა და საქართველოს საზღვარს იცავდა. იგივე სოზარ სუბარი აფხაზეთის ომში საკუთარი სიცოცხლის ფასად ქართულ მიწების დასაცავად იბრძოდა...

როდესაც დათო ტურაშვილი საკუთარ წიგნებს წერდადავით კაჭარავა საქართველოს გამარჯვებისთვის ლელოს დებდა. მიხეილ ყაველაშვილი კი იმ ევროპას აცნობდა ქვეყანასრითაც ასე მანიპულირებს დღეს ოპოზიცია და თავად მიშას რუსეთუმეს ეძახიან

სანამ მწერლები და პოეტები  თავიანთ საყვარელ საქმეს აკეთებდნენდიმიტრი ხუნდაძე  საქართველოს გენოფონდის გადასარჩენად იბრძოდა. იქნებ ამ მწერლებმა არც კი იციან, რომ ქვეყანა განადგურების პირასაა და ამაში უდიდესი წვლილი სწორედ მათ სათაყვანებელ სააკაშვილის მთავრობას მიუძღვის
რომელი ერთი ჩამოვთვალოხალხის ძალიდან", დეპუტატი, ექსპერტი თუ რიგითი მოქალაქე, რომელსაც  ქვეყნის წინაშე ღვაწლი არ მიუძღვის და რომლებიც  განსაკუთრებული განათლებით, რწმენით და ღირსებით  გამოირჩევიან.

ცუდია და ყველამ განვიცადეთ დათოს მდგომარეობა, მაგრამ მე რომ ერთი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი და სასწაულად გადავურჩი გულის ინფაქტს, ამაზე ვინ აგებს პასუხსრატომ ჰგონიათ, რომ ამის უფლება აქვთასეთი  ცილისწამებით, ტყუილებით და შეურაცხყოფით  შეიძლება გაანადგურო ადამიანი.  
დიახ, 37 წლის რეპრესიები ნამდვილად დაბრუნდა, ოღონდ მათი მხრიდან: მასწავლებელი მოსწავლეს აბულინგებს, რომელსაც ასევე ისე ეტკინა გული, რომ გონება დაკარგა;  სწორედ დათო ტურაშვილის საზოგადოება აბულინგებს პროფესორებს, რომ სტუდენტები აუმხედრონსწორედ ის ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები გადადიან შეურაცხყოფის ყოველგვარ ზღვარს

რას ეტყვით ჩემს ოჯახსჩემს 4 წლის შვილს?  ისე შემიშინეთ, ექიმთან დამყავს. რას ერჩით ჩემს დებს, ჩვენს ოჯახებს? რას ერჩით ხალხისთვის საყვარელ ხელოვანებს

ეს არის სწორედ ფაშიზმი და რეპრესიები

და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ დემოკრატიულ პრინციპზე დაყრდნობით, გამჭვირვალობას ვითხოვდით ზუსტად იმ კანონითრომელიც მთელს ცივილიზებულ სამყაროში, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს. ეს ალიაქოთი და რეპრესიების ნიაღვარი მხოლოდ იმიტომ გამოუშვით, რომ ვიღაცას არ სურდა ქართველ ხალხს გაეგო, რა მალულად ებრძვის ჩვენს სახელმწიფოს

არ ვთვლი, რომ დათო ტურაშვილზე ნაკლებად გვიყვარს რომელიმე ჩვენგანს სამშობლო, თუ უფრო მეტად არა. მთელი 10 წელი საკუთარი ჯიბიდან ვიღებდით თანხას და ისე ვმუშაობდით იმისთვის, რომ ქართველი ერის ფიზიკური უწყვეტობა გადაგვერჩინა, რომ არ ასრულდეს გაეროს დასკვნა ჩვენი გენოფონდის განადგურებასთან დაკავშირებით

თითოეული ჩვენგანი განვლილი  ცხოვრებით ვართ ამაყნი, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ სამშობლო გვიყვარს და არავის ვაპატიებთ  იმ იარლიყის მოწეპებასრითაც სინამდვილეში თავად ცხოვრობს ბევრი მათგანი

მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დათო ტურაშვილს, მაგრამ დაფიქრდნენ,  იქნებ ჩვენც გვტკივა გული, იქნებ ჩვენც გაგვანადგურა მათმა უსაფუძვლო ცილისწამებამ?", - წერს თამარ ჩიბურდანიძე.