ხო, ან ახლა, ან არასდროს, ხოდა შენი და შენი მფრინავი მაიმუნების კრინტი არ გავიგოთ ამიერიდან, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.

თამარ  ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გამოქვეყნებულ ბანერს ეხმაურება, სადაც წერია: „თავისუფლება ან ახლა, ან არასდროს“.

„ხო, ან ახლა, ან არასდროს. ხოდა შენი და შენი მფრინავი მაიმუნების კრინტი არ გავიგოთ ამიერიდან. მის ვიზიტორებს ვთხოვ, გადასცენ „ვივამედში“. For the record ვიძახი, ჩვენი დისპოზიციისთვის“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.