მორიგი სიყალბე კეზერაშვილის სიყალბის მანქანისგან. - წერს გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ტვ "ფორმულას" ერთერთი დამფუძნებლის, მიხეილ მშვილდაძის მისამართით.

ამას ერთხელ რომ დაუცდა, ეფლობა და ეფლობა.

მორიგი სიყალბე კეზერაშვილის სიყალბის მანქანისგან.

ჯერ დავიბლოკე, და შემდეგ დავესხი თავს ფორმულას.დავიბლოკე იმიტომ, რომ ფორმულას პატრონი, დავით კეზერაშვილი დავადანაშაულე და ახლაც ვადანაშაულებ, ოლიგარქობაში, დიდი ფულის შანტაჟით პოლიტიკური პროცესის მანიპულაციასა და ჩრდილოვან მართვაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებაში.და ვარ მართალი. დღეს ვინც ვერ ხვდებით, ხვალ მიხვდებით. ვინც ხვალ ვერ მიხვდებით, ზეგ მიხვდებით - გარდაუვალია. ანუ ტყუილია, რომ ტელევიზიაზე თავდასხმის გამო დავიბლოკე - თუმცა, ესეც მაგარი გოიმობა იქნებოდა.2. “ნიანგის ცრემლებს კი არ ვღვრი” - გამხელთ, იმიტომ რომ სიმართლის თქმისთვის ადამიანების დაბლოკვის, მედია შანტაჟის, მედიაკორუფციის პრაქტიკის დისკრედიტაცია მოვახდინო და ეს კორუმპირებული სტატუს კვო ჩამოვანგრიო.3. სწორად ხვდებით, რომ პოლიტიკური კორუფციისთვის, ოლიგარქიისთვის, და იმ სიმახინჯისთვის, რაც თქვენ შექმენით, ვირუსი ვარ და გავანადგურებ მაგ მახინჯ სისტემას.ესაა ჩემი ამოცანა. ამის შემდეგ დავამარცხებთ ბიძინას და წავალთ ევროპისკენ. 4. მადლობა აღიარებისთვის, რომთქვენი პატრონის შავბნელი ამოცანების საფრთხედ მხედავთ მე და ჩემს აზრებს და აზრებს მიბლოკავთ. ეს ძალიან დამეხმარება.

ერთიც და ამ თემაზე მოვრჩები, საბოლოოდ ნათელი რომ იყოს ამბავი - ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში წერს.