ერთიც და ამ თემაზე მოვრჩები, საბოლოოდ ნათელი რომ იყოს ამბავი - ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"ერთიც და ამ თემაზე მოვრჩები, საბოლოოდ ნათელი რომ იყოს ამბავი - ყველა, ვინც ტელეკომპანია ფორმულას, როგორც ინსტიტუციას ებრძვის და ჭორებს უვრცელებს - მის რომელიმე დამფუძნებელს კი არა, ან თანამშრომელს (ესეც არავის არ ევასება, მაგრამ არაა საკმარისი) - საკუთრივ ტელევიზიას, როგორც მედიას, ვინც სისტემურად და თანმიმდევრულად გვაშავებს - მათ რა თქმა უნდა არავითარ პლატფორმას არ გამოვაყენებინებთ მათი მავნებლური აზრების გასავრცელებლად - ძააან მარტივი პრინციპია და ყველას ვთხოვ ან გაითვალისწინოს, ან მერე ნიანგის ცრემლები არ ღვაროს რო “უაიმე ბლოკავენ” - არცერთი ცოცხალი ორგანიზმი არ გაიძლიერებს ვირუსს საკუთარი ნებით - ამას ქვია თვითგადარჩენის ინსტინქტი - ინსტინქტი(!)
და დიახ, დემოკრატია ლობიოობა არ არის.
მადლობა ყურადღებისთვის🐼" - წერს მიშა მშვილდაძე. 

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, "ტაბულას" დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქში" დაწერა. "ყველაფერთან ერთად, თავხედი ფრაერია მიშა მშვილდაძე. თავად შევარდა თენგო კირთაძესთან, ჩემი პოლიტიკური კომუნიკაციისთვის პასუხის გასაცემად და ახლა თავის კედელზე ბორგავს, რომ მის სისულელეებს მასხრად ვიგდებ."