ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, "ტაბულა"-ს მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მოქმედების წესი პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მოქმედების წესის იმიტაციაა.
კეზერაშვილის მოქმედების წესი არის თავიდან ბოლომდე რუსული - ის ბიძინა ივანიშვილის მოქმედების წესის იმიტაციაა. ამიტომ, მისი ფულის ირგვლივ დაჯგუფებული ხალხის მოთქმა რუსულ გავლენაზე არის ყალბი. ისინი თავად უწყობენ ხელს რუსეთის და რუსული თამაშის წესების დამკვიდრებას ქართულ პოლიტიკაში." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.