სააკაშვილს ვურჩევდი, ფოკუსირდეს თავისი სიცოცხლის გადარჩენაზე - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილს არ ანაღვლებს სააკაშვილი მოკვდება თუ გადარჩება. თვითონ იძახის რომ პუტინისტური რეჟიმია, ანუ რატომ შეიძლება ადამიანი შენი სიკვდილით დააშანტაჟო, რომელსაც შენი სიცოცხლე ფეხზე ჰკიდია.

მე მჯერა რომ ნებისმიერი 55 წლის კაცი შეიძლება სტრესისგან გადაბრუნდეს და მოკვდეს და ეს კაცი იმხელა სტრესშია შეიძლება მოკვდეს. შეიძლება რაღაც რაღაცები დ~გაიქცეს, ქოცებს გაექცეს და მე ამის მეშინია. ორივე მხარიდან ურთიერთგამომრიცხავი ცნობები მოდის ყველაფერზე, არ ვიცი რას დავუჯერო, მაგრამ საღი აზრი ხომ მაქვს, შეიძლება გადაბრუნდეს და მოკვდეს და ეს იქნება დიდი უბედურება პირველ რიგში მისი ოჯახის წევრებისთვის. ვერ ვიტყვი რომ ამით ქვეყანა დაინგრევა, მაგრამ ზიანს მივიღებთ და  ზიანს უკვე ვიღებთ. ამიტომ, ჩემი თხოვნა და რჩევა იქნება მასთან, გადარჩეს იმიტომ, რომ  მისთვის თავს არავინ მოიკლავს. არ ვიცი მოწამლულია, ანორექსია აქვს, აწამებენ თუ რას უკეთებენ, რასაც არ უნდა უკეთებდნენ, ამ პირობებში  ფოკუსირდეს თავისი სიცოცხლის  გადარჩენაზე იმიტომ, რომ ცხოვრება უმაგისოდ გაგრძელდება.  მისმა თანაგუნდელმა უკრაინაში გიორგი არველაძემ, მიშას უკრაინაში დაასაფლავებენო, ცოცხალ კაცს ასაფლავებენ, რომ დაგვანამუსონ და ეს არის ინსტრუმენტალიზაცია ადამიანის, ადამიანის სიცოცხლით შანტაჟი ხომ არ შეიძლება. ჩვენ უნდა გავიაზროთ კარგად, პირველ რიგში,  მათ შორის სააკაშვილის მხარდამჭერებს  მივმართავ, არ მოხდება ის რაც მათ უნდათ იქამდე,  სანამ ქართველი ხალხი პროცესში თავს ვერ  იპოვის. მიშას თემას, გარეთ ვერ გამოჰყავს ენმ-ის ამომრჩეველთა ერთი პროცენტი"- აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.