დღევანდელი ოპოზიცია რომ ხალხის ნებას არ გამოხატავს, ეს ყველაზე კარგად იგრძნობა აქციებზე, იმიტომ რომ არ იღებს აქცია პოლიტიკურ ლიდერებს, იმიტომ რომ არ გამოხატავს ეს ხალხი მათ ნებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა.

„გასაგებია, რატომ შეიძლება პრეზიდენტს უნდოდეს, სამართლიანი თამაშის წესები რომ მიიღება, მერე ხელახალი  არჩევნების ჩატარება, ანუ ჩემთვის ეს გასაგებია. დღევანდელი ოპოზიცია რომ ხალხის ნებას არ გამოხატავს, ეს ყველაზე კარგად იგრძნობა აქციებზე, იმიტომ რომ არ იღებს აქცია პოლიტიკურ ლიდერებს, იმიტომ რომ არ გამოხატავს ეს ხალხი მათ ნებას, ზემოდან თავს მოხვეულია დონორების და პოლიტიკური ფულის მიერ და ბელადების მიერ. როდესაც თავისუფალი კონკურენცია დამყარდება, გაიმარჯვებს ხარისხი, ეს არის ფიზიკის კანონი და შესაბამისად არ მიკვირს, რომ ეს ჩადო [პრეზიდენტმა], რომ სამართლიანი თამაშის წესებით ჩატარებული არჩევნები უნდა",- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და განაცხადა: საჭიროა, სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა! - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე!