„ქოცებს“ რას ვერჩი, 2012 წლამდე მეც მეგონა, რომ არის ვიღაც ჩემზე ჭკვიანი მთავრობაში, ვინც სწორად თვლის. მერე მივხვდი, რომ არცა შიოლა ყოფილა და მე გამავიგონე! - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქოცი ჩინოსნები თურმე გარემოცვას ამშვიდებენ, სიტყვაზე გვენდეთ, რომ ძალიან დიდი საფრთხე ავიცილეთ თავიდან და ვერ ვიძახით ბოლომდეო.
ანუ ახლა რა უბედურებაც დაგვატყდება ჩვენ და ჩვენს ოჯახებს, იმაზე დიდიო.
ანუ დიდი საიდუმლო შეთქმულება აგვაცილა ბიძინამო.
მარა ქოცებს რას ვერჩი, 2012 წლამდე მეც მეგონა რომ არის ვიღაც ჩემზე ჭკვიანი მთავრობაში, ვინც სწორად თვლის.
მერე მივხვდი, რომ არცა შიოლა ყოფილა და მე გამავიგონე! - წერს ჩერგოლეიშვილი.