ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს:
"
სულ მგონია, რომ ამ IRI-ს შეხვედრებს ვაშაძე ჟონავს რომ საკუთარი მნიშვნელობა რამენაირად გაზარდოს 🙂 (აკერმანთან ფოტოც ვალუტად დალიკეს თავის დროზე 🙂 ახლა პოსტივი ავრცელებს დეზინფორმაციას კაჭრეთის ტრივიალურ შეხვედრაზე).
მეგობრებო IRI-ს ჩვენ ვხვდებით ინტენსიურად, გავდივართ ჩვენს რეფორმებს და ვამუშავებთ მესიჯებს -
ამერიკაში ვიზიტამდე კვირაში ერთხელ ვხვდებოდით - განათლება, სასამართლო - ნაწილობრივ, უკვე დავამუშავეთ.
სხვა პარტიებთან სისტემური/შინაარსობრივი შეთანხმების აუცილებლობის იდეასაც აქტიურად ვლობირებთ.
კაჭრეთის შეხვედრაზე იყვნენ გიგა და თენგო კირთაძეც. (ეგ არევდა ერთიანი სიის ნარატივს და გამოტოვა პროპაგანდამ).
კეზერაშვილ/სააკაშვილის შედგენილ ერთიან სიას ამერიკელები არ ლობირებენ - ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე და დიმა ჩიქოვანი ლობირებენ და არ გამოსდით.
ქოცებს თუ უნდათ საკუთარი დემოკრატიული, სისტემური რეფორმების იდეების დამუშავება, უარს არც მათ ეტყოდა IRI 🙂"