ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვალთ, ყველას, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, ექნება შესაძლებლობა ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლონ - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„აბრალეთ ახლა ერთმანეთს და იყავით.
პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდება, თუ რეჟიმი შეიცვლება დემოკრატიული ხელისუფლებით რომელიც დააფუძნებს რესპუბლიკურ სისტემას სადაც ძალაუფლების სხვადასხვა შტო და სხვადასხვა შრე, ერთმანეთს აბალანსებს.
პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას სჭირდება თავისუფალი სასამართლო, სადაც მოსამართლეს მოქალაქეები, მსაჯულები აწონასწორებენ.
ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვალთ, ყველას, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, ექნება შესაძლებლობა გაასამართლონ ნაფიცმა მსაჯულებმა, მათივე თანამოქალაქეებმა.
იმიტომ რომ ჩვენ ნაფიც მსაჯულთა სისტემას გავაფართოვებთ“- წერს ჩერგოლეიშვილი.