გახსოვთ კანდიდატის სტატუსზე უარი რომ გვითხრეს და აქციები გაიმართა? მაგ აქციების მოთხოვნები და მოლოდინებიც ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო. არაფერი საერთო არ ჰქონდა ხალხისგან წამოსულ იმპულსთან, - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"გახსოვთ კანდიდატის სტატუსზე უარი რომ გვითხრეს და აქციები გაიმართა? მაგ აქციების მოთხოვნები და მოლოდინებიც ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო. არაფერი საერთო არ ჰქონდა ხალხისგან წამოსულ იმპულსთან. ყველა მონაწილე ჩრდილიდან შედგენილი დღის წესრიგით მოქმედებდა - ვიღაც ნებით, ვიღაც ჩათრევით სცენაზეც ის ხალხი იდგა, ვინც ჩრდილოვანი მმართველისთვის მისაღები იყო. ამიტომ დასრულდა კრახით.
ჩემთვის ყველა დისკრედიტირებულია ვინც მაგ პროცესში აქტიურად ჩართული იყო. “ტექნიკური მთავრობა” my ass!
პ.ს. ვინც ჩრდილოვანი მართვა ამხილა, ის “არაკონსენსუალურად” გამოაცხადეს."