სანამ ოპოზიციურ პარტიებს არ მოგვეცემა საშუალება ერთმანეთს ვეკამათოთ მომავლის პოლიტიკაზე და ხალხს ჩვენი უპირატესობები თავისუფალი კონკურენციის გზით ვაჩვენოთ, მანამდე ბიძინა იქნება. - წერს გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში:

"სანამ ოპოზიციურ პარტიებს არ მოგვეცემა საშუალება ერთმანეთს ვეკამათოთ მომავლის პოლიტიკაზე და ხალხს ჩვენი უპირატესობები თავისუფალი კონკურენციის გზით ვაჩვენოთ, მანამდე ბიძინა იქნება.

მე მინდა, რომ გიგასთან და ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად დავჯდე და ვეკამათო გახარიას და მის თანაგუნდელებს თავისუფალი მართლმსაჯულების დაფუძნებაზე.

მე მინდა, რომ გიგასთან და ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად დავჯდე და ვეკამათო ხაბეს და მის თანაგუნდელებს თვითმმართველობის მოწყობაზე და დეცენტრალიზაციაზე.

მე მინდა, რომ გიგასთან ერთად დავჯდე და ვეკამათო მელიას და მის თანაგუნდელებს ქართულ ეკონომიკაზე - რას მოუტანს ჩვენი მმართველობა ხალხს, ამაზე.

მე მინდა, რომ გიგასთან და ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად დავჯდე და ვეკამათო ვაშაძის, ზურას და ელენეს სამეულს განათლების კრიზისის მოგვარებაზე.

მე მინდა, რომ გიგასთან და ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად დავჯდე და ვეკამათო ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თავისუფალი ლიბერალური რესპუბლიკის დაფუძნებაზე და უპირატესობებზე.

მე მინდა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვეკამათოთ როგორ გავხდით მოქალაქეების ცხოვრებას უკეთესს!ეს არის ცივილიზებული პოლიტიკა.

მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, როგორ მოვუტანოთ ხალხს უკეთესი ცხოვრება და მინდა ამ უპირატესობის დემონსტრირება თავისუფალ კონკურენციაში.ეს არის ლეგიტიმური სურვილი.

მედია, რომელიც ამ სურვილს არ ასრულებს არ ემსახურება საჯარო ინტერესს და არ არის თავისუფალი მედია.

პოლიტიკური პარტია, რომელიც ასეთ დებატებს გაექცევა, არ ემსახურება საჯარო ინტერესს და არ არის დემოკრატიული პარტია."