ერთმა ადამიანმა დამიწერა, თუ კეზერაშვილის ჯუჯალარები არიან, გაერთიანება რატომ შესთავაზეთო.
სწორედ ამიტომ შევთავაზეთ პირობებით. 
ჩვენ მივეცით მათ შანსი გადაეფასებინათ წარსული და დამდგარიყვნენ პატიოსანი, ღირსეული, სამართლიანი, დემოკრატიული პოლიტიკის და თამაშის წესების მხარეს. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"შეცდომად შეეფასებინათ ლიდერების ოლოგარქიული ცვლა და მათი უხერხული დუმილი, ან უარესი - გამართლება. 
შეცდომად შეეფასებინათ მედია შანტაჟით და მედია ბლოკადით  ლიდერების "განულების" სუნიანი მცდელობები. 
ამას ხალხისთვის ვაკეთებდით და არა ჩვენთვის - ჩვენ არცერთი გვევასება. 
არც მათი სულიერი განწმენდის მჯეროდა.
მე მხოლოდ ამომრჩევლისთვის მოტანილი შედეგი მაინტერესებს და არა "მათ სულებში ფანჯრების გაჭრა". 
ჩვენ მათ მივეცით არჩევანი.
მათ კვლავ ოლიგარქია აირჩიეს. 
ეს კარგი დიალოგია: 
Queen Elizabeth: Now, I ask you to pass this Act of Uniformity not Not for myself, but for my people, who are my only care.
Bishop: Madam, By this act, you force us to relinquish our allegiance to the Holy Father.
Queen Elizabeth: How can I force you, Your Grace? I am a woman. I have no desire to make windows into men's souls." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.