„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ზურაბ ჯაფარიძე მის კორუფციაზე და კეზერაშვილზე კრიტიკულ კითხვებს აბრალებს წინასწარ, მოსალოდნელ მარცხს.

„უფალო. ოლიგარქიაზე კითხვებს ნუ სვამთ, თორემ ჩემი კარიკატურული ოლიგარქი ტირან ბიძინას ვერ დაამარცხებსო. მის კორუფციაზე და კეზერაშვილზე კრიტიკულ კითხვებს აბრალებს წინასწარ, მოსალოდნელ მარცხს და აი ამ სამარცხვინო სიყალბეს და მყრალ პოპულიზმს ალაიქებს მუდამ დამარცხებული ბაბლი“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.