გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ფორმულას/ედისონის 2021 წლის არჩევნების წინა კვლევას ასაჯაროვებს, რომელიც მაშინ 27 სექტემბერს გამოქვეყნდა:

სრული სურათის შესაქმნელად:

ეს არის ფორმულას/ედისონის 2021 წლის არჩევნების წინა კვლევა, 27 სექტემბერს გამოქვეყნდა.

გირჩს აქვს 4 პროცენტი

ლეიბორისტებს აქვს 4 პროცენტი

ევროპულ საქართველოს ორჯერ ნაკლები - 2 პროცენტი

რა მოხდა არჩევნებზე?

ევროპულმა საქართველომ აიღო 1.7 პროცენტი

გირჩმა 1.4 პროცენტი

ლეიბორისტებმა 1.38 პროცენტი ანუ კეზერას კვლევაში ვისაც ჩვენზე ორჯერ მეტი ჰქონდა, იმან ჩვენზე ნაკლები აიღო.

ამ არჩევნების დროს კეზერაშვილი მელიას (უგულავას პირით) აშანტაჟებდა, რომ თუ ევროპულ საქართველოს არ გარიყავდა, არჩევნებისთვის ფულს არ მისცემდა (ეს იცის ელენემაც, ზურამაც, ნორმად ჩათვალეს ადამიანებით ვაჭრობა და შეყვნენ ოლიგარქიულ აღებ-მიცემობაში და ამიტომ მივიჩნევ მათთან საქმის დაჭერის წინაპირობად, კეზერაშვილთან დაპირისპირებას - თუ ოლიგარქიას არ უპირისპირდებიან, ჩემთვის სანდოები არ არიან).

ამ არჩევნების დროს ევროპული საქართველო და გიორგი ნონიაშვილი გაწიეს ყველა წინასაარჩევნო ეთერიდან და დღის წესრიგში სიტყვა არ გვათქმევინეს. ანუ ჩვენ დაგვაზიანეს. მაგრამ ვერც თვითონ იხეირეს - მათი ჯუჯალარებიც გაიხნენ და ბელადიც. არადა არაჟნის კონტეინერებს მოაქროლებდნენ გადაცმული ოდისევსით!

(ნუ ვაშაძემ, რომლის ბორდზეც თავისი ცოლისძმა ყავდა შესმული იმ დროს, ერთი პროცენტი ძლივს აიღო მაგრამ ახლა აიღო და ნაცებს დაასვა თავზე)