თავდასხმის დროს შემოდის ყველაზე საშიში - თავდაცვა, რა დროსაც ხდება ხოლმე სამოქალაქო  დაპირისპირებები - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„იცით? თავდასხმის დროს, როდესაც იცი რომ თავდასხმა წახალისებულია და იცი რომ ზღვარი არ არის, შემოდის ყველაზე საშიში რამ, ეს არის  თავდაცვა. აი ზუსტად იმ თავდაცვის  დროს ხდება ხოლმე სამოქალაქო  დაპირისპირებები. როდესაც ქუჩაში საშიში გახდება ცოლ-შვილთან ერთად გამოსვლა, მამაკაცები დაიწყებენ ოჯახების დაცვას და ეს არის საშიში დაპირისპირება. უბედურების წინაშე ვდგავართ“- განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.