ახლა იკამათებენ ფეიკ-ოპოზიციონერები „ჩემი ცენტრი" უნდა იყოს, არა „შენი ცენტრი" და ასე ვიქნებით „დაცენტრილები" - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ზოგიერთმა, ნუ ერთმა გაშალაშინებულმა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილმა თქვა : მესამე ცენტრს ვქმნი ჩემს გარშემოო , ოღონდ -მინუს 600ათასი ქართველიო ანუ მინუს ნაც მოძრაობაო......ჰოდა ვიანგარიშეთ ახლა მე და ჩემმა მეგობრებმა (აგერ ვსხედვართ ჩაის ვსვამთ (არანაციონალები სხვათაშორის) და ...ამ მინუს "ის" და მინუს "ეს" მინუს ექვსასიათასი ჩვენი თანამოქალაქე და მინუს კიდევ ვისაც თავისი სხვა "პატარაცენტრი" უნდა და "ქე დაგვრჩა" ბიძინა, პუტინი , სალავიოვი , სიმონიანი , დიდი ისაკიჩები და პატარა ისაკიჩ მეჯღანუაშვილები, ჰოდა, ვიღას ახსოვს ეს 12 პუნქტი , ესო ხელისუფლების შესასრულებელიაო , ჰოდა მე ვუთხარი, რომ არ ასრულებს ხელისუფლება ბატონო "ისაკიჩ" ამიტომ გავერთიანდეთ , რომ შევასრულებინოთ თქო, რომ იქნებ როგორმე მოვუგოთ თქო.
ჰოდა ......არაო , ნაცების გარეშეო, კაცო ეგ ნაცები 600 ათასი ადამიანია ყველაზე დიდი დასავლური პარტიაა და ხომ დასავლეთი გვინდა და რანაირად გამოვა ეგ ამბავი თქო.
ეგ ხომ კობახიძემ წამოაყენა ეგ წინადადება - "ნაც მოძრაობის გარეშეო" , ჰოდა თქვენ ხომ ირაკლი კობახიძის იდეას არ ანხორციელებთ თქო ვკითხე ერთ " ახალგაზრდა კამოს" მეჯღანუაშვილის პარტიიდან. ჰოდა, არაო ასე მიპასუხა- არა კობახიძისას არაო "სხვისასო". მოკლედ ახლა იკამათებს რამდენიმე ფეიკ ოპოზიციონერი " ჩემი ცენტრი" უნდა იყოს , არა "შენი ცენტრი" და ასე ვიქნებით "დაცენტრილები" გამოუძიებელი "ქოლცენტრებით" გაღატაკებული ხალხით და გამდიდრებული "ღარიბაშვილებით"!!!!
ვჩპ“- წერს ჩარკვიანი.