გარკვევით გვითხრა საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ დადებითი რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის მისცა ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ გატარებული რეფორმების გამო. ამას მე, თამარ ჩარკვიანი კი არა, ევროპარლამენტარები ამბობენ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.
გარკვევით გვითხრა საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ დადებითი რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის მისცა ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ გატარებული რეფორმების გამო. ამას მე, თამარ ჩარკვიანი კი არა, ევროპარლამენტარები ამბობენ.
ტყუილად ნუ დამაბრალებენ ვინმეისტობას... მე მხოლოდ საქართველოისტი ვარ და ვგულშემატკივრობ იდეალისტებს, რათა გარდატეხა მოხდეს და ევროპული ტიპის ქვეყანა აშენდეს. სასამართლოს და პროკურატურას რეფორმა რომ აუცილებლად სჭირდება ახალია?მურუსიძის სასამართლოს განაჩენებით ჩვენი მოქალაქეები სასჯელს იხდიან, ბრალდების ან სასჯელის ჭეშმარიტების, მიუკერძოებლობის ვინმეს სჯერა? საარჩევნო სისტემა რომ რეფორმას საჭიროებს, რათა ნათლად ასახვდეს შედეგები ქართველი ხალხის ნებას, ესეც ახალია?
ახლა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა, იგივე უცხოელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ჩვენ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 გვაქვს შესრულებული. მოგეხსენებათ, 15 დეკემბერს უშუალოდ სტატუსზე იქნება მსჯელობა და დრო რეკომენდაციების შესასრულებლად ცოტაა, ამიტომ მმართველმა გუნდმა მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ევროკავშირს არ მოვწყდეთ და რუსეთის პირისპირ არ დავრჩეთ.
მე მივაკუთვნები ოპოზიონერთა იმ რიცხვს, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან თითოეულ შეხვედრაზე ვამბობდით, რომ საქართველოსთვის უალტერნატივოა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი", - აცხადებს თამარ ჩარკვიანი.