ფულზე ორიენტირებული ვინც არის იმასთან ვერ ვითანამშრომლებო, მელიამ და „ახალ" ოლიგარქთან გააგრძელა „მოღვაწეობა”, ოღონდ კეზერაშვილის ჯიპით ახალი „ჯიპის” მოლოდინში“, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„სკამზე და ფულზე ორიენტირებული ვინც არის იმასთან ვერ ვითანამშრომლებო” თქვა ნიკანორ მელიამ და “” ახალ" ( ძველ) ოლიგარქთან გააგრძელა “მოღვაწეობა”, ოღონდ კეზერაშვილის ჯიპით ახალი “ჯიპის” მოლოდინში ის “ჯიპი” მოძველდაო,მაგრამ ერთს შევახსენებ ნიკანორს - "ახალმა” მოოლიგარქომ არ იცის ტყუილად ჩუქება “გაპროცენტება “იცის თან დიიიდ-მაღალ პროცენტად , ჰოდა მაინც არ დაავიწყდეს ნიკანორს!ეს ,პოლიტ პროცესის სწორედ “სკამის და ფულის” გამო მიზანმიმართულად გამანადგურებელი ნიკანორი , პოლიტიკურ ცუღლუტობას მიჩვეული “მკვდარი” პოლიტ ლუზერი გაცოცხლებას რომ ცდილობს, წარმოიდგინეთ როგორ არ იცნობს, ან ამ ქალაქს, ან საერთოდ პოლიტიკას“, - წერს ჩარკვიანი.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.