გახარიას ახლა რომ აქვს პრემიერად მობრუნების ამბიცია, როცა ქვეყნის პირველი პირი იყო, ქართველების კეთილდღეობისთვის რა გააკეთა? გახარიას პარტიიდან მაგალითად მეზვრიშვილს ჩემზე, თამარ ჩარკვიანზე სათქმელი რა აქვს? როცა მე ნაციონალურ მოძრაობას ვებრძოდი, ის ადეიშვილის თანაგუნდელი გახლდათ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.
„დღეს ოპოზიონერთა ნაწილი მომავალ პარლამენტში სავარძლებისთვის იბრძვის და არა რუსული ხელისუფლების შესაცვლელად. საბედნიეროდ, არსებობენ იდეალისტი ოპოზიციონერები და ეს მახარებს...
ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ დასავლური რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებელია. რაც შეეხება ოპოზიციას, ყველას პრემიერობა უნდა, რომ ვკითხოთ ყველამ იცის, როგორ უნდა დააყენოს ფეხზე ქვეყანა. ბანკირმა ოპოზიციონერმა დღეს მიიღო ეს ცოდნა და როცა საბანკო კრედიტებს 22 პროცენტიდან აძლევდა მოსახლეობას და ყვლეფდა, მაშინ არ იცოდა?
ან გახარიას ახლა რომ აქვს პრემიერად მობრუნების ამბიცია, როცა ქვეყნის პირველი პირი იყო, ქართველების კეთილდღეობისთვის რა გააკეთა? გახარიას პარტიიდან მაგალითად მეზვრიშვილს ჩემზე, თამარ ჩარკვიანზე სათქმელი რა აქვს? როცა მე ნაციონალურ მოძრაობას ვებრძოდი, ის ადეიშვილის თანაგუნდელი გახლდათ...
გარკვევით გვითხრა საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ დადებითი რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის მისცა ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ გატარებული რეფორმების გამო. ამას მე, თამარ ჩარკვიანი კი არა, ევროპარლამენტარები ამბობენ.
ტყუილად ნუ დამაბრალებენ ვინმეისტობას... მე მხოლოდ საქართველოისტი ვარ და ვგულშემატკივრობ იდეალისტებს, რათა გარდატეხა მოხდეს და ევროპული ტიპის ქვეყანა აშენდეს. სასამართლოს და პროკურატურას რეფორმა რომ აუცილებლად სჭირდება ახალია?მურუსიძის სასამართლოს განაჩენებით ჩვენი მოქალაქეები სასჯელს იხდიან, ბრალდების ან სასჯელის ჭეშმარიტების, მიუკერძოებლობის ვინმეს სჯერა? საარჩევნო სისტემა რომ რეფორმას საჭიროებს, რათა ნათლად ასახვდეს შედეგები ქართველი ხალხის ნებას, ესეც ახალია?
ახლა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა, იგივე უცხოელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ჩვენ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 გვაქვს შესრულებული. მოგეხსენებათ, 15 დეკემბერს უშუალოდ სტატუსზე იქნება მსჯელობა და დრო რეკომენდაციების შესასრულებლად ცოტაა, ამიტომ მმართველმა გუნდმა მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ევროკავშირს არ მოვწყდეთ და რუსეთის პირისპირ არ დავრჩეთ.
მე მივაკუთვნები ოპოზიონერთა იმ რიცხვს, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან თითოეულ შეხვედრაზე ვამბობდით, რომ საქართველოსთვის უალტერნატივოა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი", - აცხადებს თამარ ჩარკვიანი.