„რაცხა ნამეტანი” გასაჭირია აქვს ეტყობა ნიკანორს, ან პირდაპირ სუსის მითითება აქვს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო” ან შეიძლება ითქვას “ცუდად დავიწყებული ძველია” ან უბრალოდ უტიფართა “სკლეროზია” ან პირდაპირ  ბედუკაძესთან და მისი “კადრების” წილნაყართა  “გმირთა ვარამია”, ან უბრალოდ ნიკანორ მელიას  საარჩევნოდ კადრების გასაჭირი😂ფაქტია რაღაცაა დიდი  ტვირთი და სამარცხვინო ფსკერია. “რაცხა ნამეტანი” გასაჭირია  აქვს ეტყობა  ნიკანორს ,ან პირდაპირ სუსის მითითება აქვს, სხვა უბრალოდ ვარიანტი არ არის  , აბა ბედუკაძესთან  “წილნა-ყარს” ვინ გაიძულებს სუსის გარდა😂😂😂😂😂ვის ვგულისხმობ?? ვისაც მკითხველი ამოიცნობს!“- წერს თამარ ჩარკვიანი.