სტუდიებში რბილად, თბილად მოკალათებული, ყავის ჭიქა რომ გიდევს და თქვა, რომ ქვეყანა გენგრევა, შენს სამშობლოს გართმევენ, ამაზე დიდი ამორალურობა არაფერი არ არის. თუ გართმევენ, კაბინეტში რა გსვამს კაცო?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა „ჯორჯიან თაიმსთან“ განაცხადა.
„ეს თამარ ჩარკვიანის მოგონილი პროტესტის ფორმა არ არის [ლეიბების გაშლა], ევროპიდან მოსულია. ვაკვირდები ოპოზიციას ევროპული ყველაფერი უნდა, ოღონდ თავის თავზე მორგებული, ხელისუფლებასაც და ზოგიერთ ოპოზიციონერსაც. ანუ, ოღონდ ქუჩა არ უხსენო და სტუდიებში რბილად, თბილად მოკალათებული, ყავის ჭიქა რომ გიდევს და თქვა, რომ ქვეყანა გენგრევა, შენს სამშობლოს გართმევენ, ამაზე დიდი ამორალურობა არაფერი არ არის. თუ გართმევენ, კაბინეტში რა გსვამს კაცო?! გამოდი მაშინ. არ ვამბობ პარლამენტის დატოვებას, არავის დაუტოვებია პარლამენტი, მაგრამ 7-8 მარტს სწორად იმუშავა ოპოზიციამ ხალხთან ერთად, როცა მესიჯი ხალხამდე სწორად მივიდა, ნახეთ ახალგაზრდობამ რა ქნა. დღეს უნივერსიტეტში ბავშვებმა პროტესტი წამოიწყეს, რატომ? იმიტომ რომ ბუნებრივი და გულწრფელი რეაქცია ჰქონდათ. ახლა მე კითხვას ვსვამ - ამ სიცივეში, ყინვები რომ იწყება, თუ პროტესტი დაიწყება, საღლიცინოა რომ კარავი დადგა?! აბა უნდა გაყინო პროტესტანტი? უნდა გაყინო ადამიანი? ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის თაღლითი და კომფორტს მორგებული ოპოზიციონერის პოზიცია და ზარმაცი ოპოზიციონერის პოზიცია",- განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.