2016 წელს როდესაც ბოკერიამ პარტია დაანგრია, მაშინაც „ევროპული საქართველოს“ პოზიციას იჭერდა, მელია ყოველთვის იყო გიგა ბოკერია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.

„ნიკა მელია პარტიის იდეების ერთგული არასოდეს ყოფილა და ყველაზე მეტი ზიანი პარტიას მან მიაყენა. პოლიტიკა არის შედეგები და ფაქტები. სულ პირველად 2016 წელს როდესაც ბოკერიამ პარტია დაანგრია, მაშინაც „ევროპული საქართველოს“ პოზიციას იჭერდა, მელია ყოველთვის იყო გიგა ბოკერია.

გიგა ბოკერიას რომ მელიაზე გავლენა ჰქონდა, ამაში ორი აზრი არ არის. ნიკას ყოველთვის თვალი ეჭირა თავმჯდომარეობაზე, მე ეს ჯერ კიდევ გრიგოლ ვაშაძის არჩევნების პერიოდში შევამჩნიე. გრიგოლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, მას ისე ლანძღავდნენ მელიას მომხრეები, რომ „ქოცებს“ ასწრებდნენ“, - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.