ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

"დიახ ასეა, სიმშვიდისკენ მიდის საქმე , 20 წევრი დაემატა ენმ პოლიტსაბჭოს, ზოგიერთი  მიბრუნდა ( ძალიან კარგია). ენმ იშლებაო  გაჰყვიროდნენ “ზოგიერთები”  და საათობით მიდიოდა განხილვა (მედიით ) ამ მსხვილი დასავლური  ოპო პარტიისა, აქაოდა  მორჩა სუსტდებაო და საათობით უძღვნიდნენ  ტვ ეთერს გახარიას -ხალხისთვის თვალებისდათხრის გამო პრემიერად დაწინაურებულ შინაგან საქმეთა მინისტრს და ხაზარაძეს -ყველა სისტემასთან შერწყმულ მევახშეს ,სამომავლოდ მევახშეური გეგმების განხორციელებას რომ გვთავაზობს ქვეყნის "აშენებას"  "მაღალპროცენტად" ალბათ. 
ჰოდა აგერ ბატონო არაფერიც არ დაიშალა  “იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა” დასრულდა ესე ამბავი….🤓

მე მიხარია, რადგან კარგია მთავარია რუსეთთან დაპირისპირების დროს ყველაზე მსხვილი დასავლური ოპო პარტია არ სუსტდება და ძლიერია, თუ “რამდენიმე “ სხვაგვარად ხედავს  პროცესს თავად ჰქნან რაიმე მითუფრო, არც ნიკანორ მელია და არც ბაჩო დოლიძე არიან ნაც მოძრაობის ძირძველი “სტაბილური” წევრები ხომ ასეა, სულ “მიდი-მოდიოდნენ” ?! ფაქტია ცოტა ისტერიაც შეწყდება ტვ მედიით  ……… რა დროს “ტურა  და მელიაა” “ამათ” მოეწონათ სააკაშვილის ხმები  და მისი დაფუძნებული პარტია  ……ჰოდა 
კომპასის ისრები  მტრისკენ -რუსეთისკენ მიმართეთ ბატონებო!"- წერს თამარ ჩარკვიანი.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტით გათვალისწინებული ძირითადი პრინციპების დაცვით აქტიურ მუშაობას განაგრძობს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკურ საბჭოს დაემატა 20 წევრი.“