მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, იქნება თუ არა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე "კოალიცია ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" სიაში. 

"მე 2018 წლიდან არ დავძრულვარ, არსად წავსულვარ, იმიტომ რომ ყველაფერზე თანხმობა მივიღე, როდესაც წავუყენე "რეფორმირებული სამართლებრივი სისტემის" პროექტი. მე სხვა წუნი არ მქონდა მათთან. 

მე სააკაშვილის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის მომწონდა. არ არსებული ნავთქურიდან კაცმა შექმნა სახელმწიფო.

მე ბოლომდე ბრძოლაში ვიქნები, სანამ მიშა არ გამოვა ციხიდან... ძალიან მეცოდება. იმიტომ რომ საზიზღრად უღალატეს და ყველაზე უფრო  ნიჭიერი და კეთილშობილური მასშტაბის კაცია. 

გავა დრო და თქვენ ისეთ ნიუანსებს ნახავთ, რომ ბევრი რამე მოუწყვეს მას." - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "რიუსთავი 2"-ის ეთერში.