მე არ მინდა ალუდას გამოვეხმაურო, იმიტომ, რომ არ შემიძლია ეს სიტყვა - „ფარჩაკი“. რაღაც სიტყვებს ხომ იყენებთ მუდამ. არაფერი შემიძლია, მხოლოდ შემიძლია გითხრათ ის, რომ უზრდელი ხართ და წერტილი! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ალუდა ღუდუშაურს.
„როცა ტრიბუნასთან ურცხვად დგახარ, შუბლის ძარღვგაწყვეტილი და გირგვლიანს ახსენებ, ოღონდ გირგვლიანის საქმეზე ხელისმომწერს დღეს იცავ, ხალხნო, ეს უკვე საგიჟეთია. რაზე ვკამათობთ, აქ, გამოვცვალოთ ეს ბინძური სისტემა, რომელიც 30 წელია გვაყირავებს. თუ ამ „კლანთან’ საქმეში არ ხართ გასულები, რატომ არ გვინდა სასამართლოს, დასანქცირებული მოსამართლეების საკითხის გამოძიება? ეს ხომ ის მურუსიძეა, ვისაც მე ვაპროტესტებდი ყოფილი ხელისუფლების დროს. 11 წელია მოსული ხართ. მე არ მინდა ალუდას გამოვეხმაურო, იმიტომ, რომ არ შემიძლია ეს სიტყვა - „ფარჩაკი“... რაღაც სიტყვებს ხომ იყენებთ მუდამ. არაფერი შემიძლია, მხოლოდ შემიძლია გითხრათ ის, რომ უზრდელი ხართ და წერტილი! მეტი არაფერი. სხვა რა შემიძლია გიპასუხოთ, ვერ აგყვებით ამ რიტორიკაში. გამიხარდება ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ.
რაც შეეხება რუსეთის მომხრეობას, რა არის რუსეთის მომხრეობა? ისინი ღებავდნენ ტაძრებს, ჩვენ კულტურის მინისტრი გყავს, რომელიც ანგრევს. რა განსხვავებაა? საშვილიშვილო მკვლელობას ჩადიან გელათში. მე ამას, ჩემი პროფესია მალაპარაკებს და უფლება მაქვს ვისაუბრო, როგორც პროფესიონალმა", - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.