შიგნიდან ამდენი მცდელობაა არეულობის, ყველა სეზონზე არის მცდელობა, რომ ყველაფერი აურდაურიონ, - ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„შეიძლება იმიტომ ვარ ამ ხელისუფლების მხარდამჭერი, რომ მე ამის [ევროინტეგრაციის პროცესის ხელოვნურად შეფერხების] განცდა არ მაქვს. ეს არ არის იდეალური ხელისუფლება, ისეთივე ხელისუფლებაა, როგორი საზოგადოებაც ჩვენ ვართ, მაგრამ იმ პირობებშიც რაშიც ჩვენ ვართ, როცა გარშემო ყველგან ომია, როდესაც შიგნიდან მცდელობაა ამდენი არეულობის... ყველა სეზონზე არის მცდელობა, რომ ყველაფერი აურდაურიონ. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ სხვა ტემპერამენტის მქონე მმართველები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენც დაბომბილები ვიქნებოდით და მშვიდობა არ იქნებოდა“, - განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.