„ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა „იმედის კვირასთან“ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„ვინც წინააღმდეგობას უწევდა მტერს, რომ კოდორის ხეობის დაპყრობა ვერ მოეხერხებინათ, უმრავლესობა ან გააქცია სააკაშვილმა ან დაიჭირეს და ზოგიერთი ციხეში მოკვდა, ზოგიერთი კი უბრალოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ციხეში იყო გამოკეტილი. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო, ჯარი იქიდან ისე გამოვიდა, რომ ერთი ტყვიაც არ გაუსვრიათ. არა მხოლოდ ერთი ტყვია არ გაუსვრიათ, ძალიან დიდი რაოდენობის იარაღი იყო იქ შეტანილი და ეს იარაღიც ისე ჩააბარეს მტერს, რომ საერთოდ ბრძოლა არ ყოფილა“, - აცხადებს სუბარი.