102 წლის წინ წითელმა არმიამ დაიპყრო საქართველო, მაგრამ, უსასტიკესი რეპრესიების მიუხედავად, ქართველ ხალხში ვერ ჩაკლა თავისუფლების წყურვილი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერი, სოზარ სუბარი წერს.

„თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“..., - კოლაუ ნადირაძე. 102 წლის წინ წითელმა არმიამ დაიპყრო საქართველო, მაგრამ, უსასტიკესი რეპრესიების მიუხედავად, ქართველ ხალხში ვერ ჩაკლა თავისუფლების წყურვილი.

70-წლიანი ოკუპაციის შემდეგ საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ორი ისტორიული კუთხის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (შიდა ქართლი) ოკუპაცია.
მწამს, მალე დადგება დღე, როცა ჩვენი სამშობლო გამთლიანდება და მისი მრავალეროვანი მოქალაქეები, აფხაზების და ოსების ჩათვლით, იამაყებენ, რომ საქართველოს შვილები არიან“, - წერს სოზარ სუბარი.