ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„უბრალოდ, ადამიანს, რომელმაც ის შეიწყალა - საქართველოს პრეზიდენტს, უნდა ჰქონდეს მორალური პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მან შეიწყალა ის ადამიანი, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის ერთ-ერთი დიდი და მთავარი წყაროა.
სააკაშვილის საქმეს რომ სტრასბურგში წააგებდნენ, ეს ძალიან კარგად იცოდნენ. ამიტომაც არ უნდოდათ წასვლა. უბრალოდ, მართლა ვაიძულეთ ყოველდღიური მოწოდებებით. ბუნებრივია, სტრასბურგმა თქვა სიმართლე, რომ არანაირი წამება და მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები სააკაშვილთან დაკავშირებით არ არსებობდა.
იყო თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება მასთან დაკავშირებით დარღვეული - დარწმუნებული ვარ, როგორც რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გამტყუნდა გვარამია და მთელი მაშინდელი ოპოზიცია, ისე გამტყუნდება ამ თავის საქმესთან დაკავშირებით. გაბედოს და წავიდეს სტრასბურგში თავის საქმესთან დაკავშირებით.“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.