ოპოზიციის გადაწყვეტილების გამო არჩევნებს არ ჩავატარებთ მანამ, სანამ კონსტიტუციით დადგენილი ვადა არ ამოიწურება და ეს არის 2028 წლის ოქტომბერში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრმა იცის, რომ რასაც ისინი [ოპოზიციის წარმომადგენლები] ამბობენ, არის აბსოლუტური ტყუილი. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა. მათი მოთხოვნები რომ არ შესრულდება, ეს ძალიან კარგად იციან და კანონების უკან გაწვევაც ხომ არ მოხდება, ორი კანონის, რომელზედაც ლაპარაკობენ, ესეც ძალიან კარგად იციან. მათ გადაწყვეტილება აქვთ წინასწარ მიღებული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური დავალება. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამ [ოპოზიციის] გადაწყვეტილების გამო არჩევნებს არ ჩავატარებთ მანამ, სანამ კონსტიტუციით დადგენილი ვადა არ ამოიწურება და ეს არის 2028 წლის ოქტომბერში“, - აღნიშნა სუბარმა.