„ჩვენი მიზანი ისაა, რომ ქვეყანაში იყოს სუვერენიტეტი და გადაწყვეტილებები მიიღებოდეს საქართველოში. სწორედ აქეთკენ მივდიოდით ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ. იმავე ტრამპთან დაკავშირებით ხშირად გვეუბნებიან, ტრამპის იმედი რატომ გაქვთ, რატომ უნდა გქონდეთო, მე კი ყოველთვის ამას ვამბობდი და დღესაც ამას გავიმეორებ, რომ ტრამპი ამერიკელმა ხალხმა აირჩია თავის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესები. ეს ინტერესები ბევრ რამეში, შეიძლება, ემთხვეოდეს ჩვენს ინტერესებს და იქ, სადაც ინტერესები ემთხვევა, ეს არის ძალიან კარგი" – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
"მაგალითად, უკრაინის ომთან დაკავშირებით რომ ზეწოლა შეწყდება საქართველოზე, რომ ჩავებათ ომში, ამის იმედი მაქვს და ეს არის ძალიან კარგი; ევროპიდან არ შეწყდება, მაგრამ ამერიკიდან შეწყდება ზეწოლა, ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი გააუქმეთ სასწრაფოდო, რაც არის ძალიან კარგი და ამაში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს; ის, რომ გამჭვირვალობა არის კარგი, ამაში სრული თანხვედრა გვაქვს. USAID-ი, NED-ი, სოროსის ფონდი რასაც აკეთებდნენ საქართველოში და მსოფლიოში, ამაში ჩვენი ხედვები აბსოლუტურად თანხვედრაშია ერთმანეთთან და დარწმუნებული ვარ, იმ გიჟური პროექტების და მართლა ანტისახელმწიფოებრივი პროექტების დაფინანსება ან არ გაგრძელდება, ან თუ გაგრძელდება, ძალიან შემცირდება და ესეც არის ძალიან კარგი. მაგრამ შეიძლება იყოს თემები, სადაც ჩვენი პოზიციები ასცდება ერთმანეთს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.