"ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და ექსპრეზიდენ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი  სოფო ჯაფარიძე "ტვპირველთან" აცხადებს,  რომ მმართველი გუნდიბევრ  სიურპრიზს უნდა ელოდოს ყოფილი თანაგუნდელებისგან. 

"კობახიძე და "ქართული ოცნება" კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს, შეიძლება ითქვას, მათი ყოფილი თანაგუნდელებისგან. ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, ცხადია ძალიან მალე, ძალი ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონ, მათგან", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი კი ამბობს, რომ საზოგადოება კიდევ ბევრ ინფორმაციას გაიგებს უახლოეს მომავალში. 

"ინფორმაცია, რომელიც ოპოზიციამ გააჟღერა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით, ყველაფერი გამართლდა. მერწმუნეთ, რომ კიდევ ბევრი ინფორმაცია გვაქვს და მერწმუნეთ კიდევ ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს საზოგადოება უახლოესი კვირების განმავლობაში", - აცხადებს ბეჟაშვილი.