მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ ექიმების ჯგუფთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის სახლში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწია.
"დაპირებისამებრ, გრძელდება ჩვენი ჰუმანიტარული ინიციატივა. დღეს, ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მომეცა ექიმებთან ერთად მოვსულიყავი საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელში - ალვანში, მის სახლში, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ უფასო სამედიცინო კონსულტაციას და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჩვენი მასპინძელი სწორედ ჩვენი ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის ოჯახია." - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.