პიტერ სიიარტო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ, ყოველდღიური ბრძოლის ფონზე, ვერც უნგრეთის და ვერც საქართველოს სუვერენული ეროვნული მთავრობების გატეხვა ვერ მოხერხდა.

"მსოფლიო ახალი წესრიგის ფორმირების პროცესშია, სადაც სიმძლავრის და უსაფრთხოების შენარჩუნებას მხოლოდ ის ქვეყნები შეძლებენ, რომლებიც იცავენ საკუთარ სუვერენიტეტს და არ ეგუებიან გარე შანტაჟს.

უნგრეთი და საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნები არიან: ჩვენ წინ აღვუდგებით ომის ქარცეცხლს, გარე ზეწოლასა და თავსმოხვეულ უცხოურ ინტერესებს.

ამავე დროს, გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ეს გაქცევა არ არის — ეს ყოველდღიური ბრძოლაა. სანამ უკრაინაში ომი გრძელდება და სანამ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტია, ჩვენ ყოველდღიურად უნდა დავუპირისპირდეთ ზეწოლას, შანტაჟსა და პროვოკაციებს.

ჯერჯერობით, ვერც უნგრეთის და ვერც საქართველოს სუვერენული ეროვნული მთავრობების გატეხვა ვერ მოხერხდა — და ჩვენ ამის დაშვებას არც მომავალში ვაპირებთ", - აღნიშნავს სიიარტო.