დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩარჩენილმა უკრაინის ხუთმა მოქალაქემ ქართველი მესაზღვრეების ქმედებების გამო უვადო შიმშილობა გამოაცხადა“.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, უკრაინის მოქალაქეებს ქართულ მხარესთან არანაირი კონკრეტული მოთხოვნა არ აქვთ.

„მათი მიზანია, რომ, „წითელი ჯვრის“ ხელშეწყობითა და უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, საკუთარ ქვეყანაში დროულად დაბრუნდნენ“, – განაცხადეს შსს-ში.