პარლამენტში არის ადგილი დიალოგისა. ნებისმიერი სხვა სივრცე, ეს არის პოლიტიკური რადიკალიზმი. პოლიტიკურ რადიკალიზმს არც დავუშვებთ და ეს სცდება ევროპულ ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჭეშმარიტი ევროპელებისგან დღეს უნდა ისმოდეს მოწოდება მხოლოდ იმისკენ, რომ ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩევლების ნება პარლამენტის კედლებს შიგნით განახორციელოს.

„26 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ქართველმა ხალხმა გადაანაწილა საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციები. საქართველოს პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო თავისი წილი მანდატებისა, ოპოზიციამ – თავისი წილი მანდატებისა და ყველამ უნდა აღიაროს ეს მანდატები, შემოვიდეს პარლამენტში და აქ არის ზუსტად ადგილი დიალოგისა. ნებისმიერი სხვა სივრცე დიალოგისა, ეს არის პოლიტიკური რადიკალიზმი. პოლიტიკურ რადიკალიზმს ჩვენ არც დავუშვებთ და ეს სცდება ევროპულ ღირებულებებს. ამიტომ ერთადერთი მოიწოდება, რაც დღეს უნდა ისმოდეს ჭეშმარიტი ევროპელებისგან, არის მოწოდება ოთხი პარტიის მიმართ, რომ მათ საკუთარი მანდატი მიიღონ და განახორციელონ საკუთარი ამომრჩევლების ნება პარლამენტის კედლებს შიგნით. საპარლამენტო რესპუბლიკაში პოლიტიკა კეთდება პარლამენტის კედლებს შიგნით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.