ნებსით თუ უნებლიედ, მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებს და გვახსენებს ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს მძიმე ისტორიას,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა შალვა კეკელიას მიმართვას, სადაც სასულიერო პირი აქციის მონაწილეების მხრიდან ტაძარში მივარდნის ფაქტს ეხმიანება.

"ნებსით თუ უნებლიედ, მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებს და გვახსენებს ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს მძიმე ისტორიას. 

აგრესიულმა ბოლშევიზმმა გასულ საუკუნეში ჯერ სახელმწიფო დაგვაკარგვინა, შემდეგ კი ეკლესია დევნა და დაიქვემდებარა. 

ამ დღეების მოვლენები კვლავ აქტუალურს ხდის პატრიარქი ამბროსის სიტყვებს, რომლითაც მან გენუის კონფერენციას მიმართა: “საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა.“

ზუსტად ასი წლის წინ წმინდა პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეში ამგვარი რადიკალიზმისა და აგრესიის გამო ეწამა. იგი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას შეეწირა,” - წერს შალვა პაპუაშვილი.