ვინ ეკითხება რომელიმე ელჩს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, მასპინძელს უთხრას, რომ კი, დაარღვია, მაგრამ არ გამოუცხადოთ იმპიჩმენტი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იდგა, მაშინაც შტურმი იყო და ელჩების, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ კეთდებოდა სხვადასხვა განცხადება, რომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილება არ მიეღოთ.
„მინდა გავიხსენო კიდევ ერთი რამ, რაც ევროპამ გაგვიკეთა, ასეთი ევროპაც ვნახეთ: როდესაც იმპიჩმენტის საკითხი იდგა, მაშინაც შტურმი იყო. სხვადასხვა განცხადებები ელჩების, ევროპელი პოლიტიკოსების - არ გამოაცხადოთ იმპიჩმენტი, არ მიიღოთ გადაწყვეტილება. ძალიან მაინტერესებს, ვინ ეკითხება რომელიმე ელჩს, რომ საქართველოს პრეზიდენტი როდესაც არღვევს კონსტიტუციას და ეს დაადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რატომ უნდა აიღო ჩამოსულმა სტუმარმა შენს თავზე ეს პრეტენზია, რომ უთხრა მასპინძელს, რომ კი, დაარღვია, მაგრამ მოდი რა, არ ქნა. თავისი მიკროსაქართველო აქვს შექმნილი ძალიან ბევრ უცხოელს. არიან NGO-ები, რომლებსაც ისინი აფინანსებენ. ამით შექმნილი აქვთ ვიწრო წრე, რომლითაც იქმნიან ვიწრო წარმოდგენას საქართველოსთან დაკავშირებით. არ ცდებიან სამ კვარტალს ამ დედაქალაქში და ეს არის მათთვის საქართველო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა“.