ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ტრაგედია ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მოხდა.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის, კონსტანტინე ფილიას თქმით, დღეს დილით, ჩოლარიების კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.
მისი თქმით, ბავშვებიდან ყველაზე პატარა ოთხი თვის იყო.
წინასწარი ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელში ცეცხლის დანთებისას ნავთი და ბენზინი აერია