სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში შემოპარებამდე, ბრიუსელში შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, სააკაშვილის საქართველოში შემოპარება დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.
"სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
▪️სააკაშვილის საქართველოში შემოპარება დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.
▪️საქართველოში შემოპარებამდე რამდენიმე დღით ადრე, სააკაშვილი იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისულების აღკვეთა გირგვლიანის მკვლელობის და გელაშვილის ცემის საქმეებზე,” - წერს შალვა პაპუაშვილი.