ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, "მებრძოლების" (!) მიერ ხელისუფლების "დამხობის" (!) და "ყველას დასჯის" (!) პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"საგანგაშოა, რომ, ამგვარი ქცევით, ევროკავშირის საელჩო, ქართველების თვალში, ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს." - წერს შალვა პაპუაშვილი "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა 29 ივნისს საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსა. რუსთაველის გამზირზე ახალი არჩევნების ჩატარების მომხრეები უკვე 7 თვეზე მეტია იკრიბებიან და ოპოზიციონერი ლიდერებისგან სამოქმედო გეგმას ითხოვენ,
ექსპრეზიდენტმა სიტყვით მიმართა საპროტესტო აქციის მონაეილეებ და განაცხადა - გილოცავთ, შვიდი თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს, ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა, გეგმა არის ერთობა. გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა