"ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა" - ვთქვი რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკავშირის ელჩმა, პოლიციელზე თავდამსხმელს, დემონსტრაციულად, სოლიდარობა გამოუცხადა. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ეს გაფრთხილება ზუსტად ორ დღეში ახდა.
კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება." - წერს შალვა პაპუაშვიი "ფეისბუკზე" და ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს ზვიად რატიანი როგორ ურტყამს სახის არეში პოლიციის მანქანასთან მდგომ პიროვნებას.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ქართველი პოეტს,, მთარგმნელს, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატს ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა