არჩევნებზე ოპოზიციის ისტორიული დამარცხება რაც უფრო ნათელია, მით უფრო აგრესიული ხდება ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევა. ეს არადემოკრატიული ქცევაა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, კერძოდ, ჩაურევლობის პრინციპს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის შიდა პროცესებში ერევიან.
„სამწუხაროა, როდესაც ამას ვხედავთ დასავლეთიდან ზოგიერთი პოლიტიკური აქტორის თუ სხვადასხვა კომენტატორის მხრიდან, რომელიც ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და ქვეყნის შიდა პროცესებში ერევა. დღითიდღე აგრესიული იმიტომაც ხდება, რომ ხედავენ, ოპოზიციას შანსი არ აქვს ამ არჩევნებზე და ასეც მოხდება 26 ოქტომბერს. ხალხის მხრიდან საბოლოო განაჩენი იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მასთან დაკავშირებული პარტიებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.