ოპოზიცია დღეს ტალახში იზილება, ეს არის მათი პატარა სცენა, სადაც ტალახში აზელილები ერთმანეთში ხან ჭიდაობენ, ხან ერთმანეთს ტალახს უზიარებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე, სადაც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს: „სააკაშვილს უნდა, ტალახი ისე აიდუდღნოს, მისი პარტია არ გამოჩნდეს, 20 კაცს ვერ მოაგროვებენ, ისეთ მდგომარეობაში არიან“.

კითხვის საპასუხოდ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს სწორი შედარებაა და ოპოზიციაში რაც ხდება, არის ერთი დიდი ტალახი.

„რაც ხდება ოპოზიციაში, ეს არის ერთი დიდი ტალახი, რომელშიც იზილებიან, ერთმანეთსაც აზელენ, თავის თავსაც იზელენ. კარგია, რომ ეს ტალახი ჩვენს ქვეყანას არ ხვდება და ცდება, რადგან ქართველი ხალხი სწორად აფასებს ყველაფერს და სწორ არჩევანს აკეთებს. ეს არის მათი პატარა სცენა, სადაც ტალახში აზელილები ერთმანეთში ხან ჭიდაობენ, ხან ერთმანეთს ტალახს უზიარებენ. ეს სწორი შედარება არის ამ მხრივ, ნამდვილად ტალახში იზილება დღეს ოპოზიცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.