ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთმა თვალების დახუჭვამ მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკის“ კითხვასთან დაკავშირებით ეუთოს პასუხზე.

მისი თქმით, ეუთოს ექნება ბევრი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართველი ხალხის თვალში რეპუტაცია აღიდგინოს.

„ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთმა თვალების დახუჭვამ საპარლამენტო ასამბლეების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე მიგვიყვანა ჩვენ იქამდე, რომ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მორღვეული. ასევე ხუჭავდნენ თვალს უსამართლო დამოკიდებულებებზე, პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და მივედით, სადაც ვართ დღეს, რომ ომები ისე იწყება, რომ არავინ არ ეკითხება არც რომელიმე ორგანიზაციას, არც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება დღესდღეობით სამყაროში მიმდინარე მოვლენები.

ამიტომ ეს არის უპირველეს ყოვლისა უდიდესი უპასუხისმგებლობა. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში. ამიტომ ეუთოს აქვს ბევრი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს რეპუტაცია აღიდგინოს ქართველი ხალხის თვალში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.