საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს კომპანიის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე გაეცნო.
მისი განცხადებით, თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური მოძველებული იყო და გარკვეულ სამუშაოებს საჭიროებდა.
„გეგმაში გვაქვს გავაკეთოთ თანამედროვე სადგური, ვაახლებთ ყველა ბაქანს. ვფიქრობთ რომ 10-11 თვის განმავლობაში სრულად მოვახდენთ სადგურის რეაბილიტაციას. გვექნება გაცილებით თანამედროვე სადგური, რომელიც კომფორტული იქნება მგზავრებისთვის." - აცხადებს ლაშა აბაშიძე.
თბილისი ცენტრალში ბაქნების დემონტაჟი უკვე დაწყებულია. პროექტის მიხედვით, ბაქნების გარდა, შეიცვლება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები, გაკეთდება ახალი ესკალატორები, ასევე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და დამონტაჟდება საავარიო განათება. თბილისი ცენტრალის განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია.









